მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2022-2023 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევისათვის ტენდერი ხელმეორედ გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცლეებს.
პირველი ტენდერი, რომელიც მარნეულის მერიამ შეწყვიტა, თვითმმარტველობამ 2022 წლის 18 იანვარს გამოაქვეყნა და მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფმა მიიღო. მაშინ მერიას საზედამხედველო მომსახურებისათვის 1 250 000 ლარის ღირებულების ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, ხოლო კომპანიამ სამუშაოების შესრულება 550 000 ლარად შეთავაზა.
შესყიდვის შეწყვეტისა და სატენდერო კომისიის ოქმის მიხედვით, 7 მარტს მარნეულის მერიის სატენდერო კომისიამ ტენდერის გამარჯვებულად შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“ გამოაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება კი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განმხილველ საბჭოში შპს „ოპტიმალ გრუპ +“-მა გაასაჩივრა და კომისიის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. ასევე, სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ სატენდერო კომიასია თავად აპირებდა ოქმის გაუქმებას, რადგან მასში რამდენიმე მექანიკური შეცდომა იყო და ვინაიდან ტენდერი უკვე გასაჩივრებული იყო ხარვეზების გამოსწორება ვეღარ შეძლო.
აღსანიშნავია, რომ შპს „ოპტიმალ გრუპ+“ მარნეულის მერიის 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს ბოლო წლებში უწევდა. 2019 წელს ამავე ტერნდერში სწორედ „ოპტიმალ გრუპ +“-მა გაიმარჯვა.
განახლებული ტენდერი მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2022 წლის 18 მაისს გამოაცხადა. მერია 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგისათვის 1 200 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.
კომპანია, რომელიც მერიის ტენდერში გაიმარჯვებს ვალდებული იქნება მონიტორინგი გაუწიოს შემდეგი სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებს:
• გზების მშენებლობა/რეაბილიტაცია;
• წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების (სისტემების) მოწყობა/რეაბილიტაცია, (სასმელი წყლის და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური ნაწილი, სარწყავი, სანიღვრე, საკანალიზაციო სისტემები)’
• ხიდების მშენებლობა/რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია;
• შენობა ნაგებობების მშენებლობა/რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია;
• სკვრების/პარკების/ეზოების მოწყობა/რეაბილიტაცია;
• სპორტული მოედნების (მინი სტადიონები) მოწყობა/რეაბილიტაცია;
• გარე განათებების მოწყობის სამუშაოები;
• ელექტროსამონტაჟო სამუშაოები ;
• სარემონტო-აღდგენითი-გამაგრებითი სამუშაოები;
• ნაპირსამაგრები, საყრდენი კედელების სამუშაოები (ჰიდრო ტექნიკური ნაგებობები).