გულიაშვილი: ქარელში ხიდის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, ივნისში დასრულდება

320

ქარელში შესასვლელი ხიდის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს დასრულდება, – ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მისი განმარტებით, ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დააფინანსა და ტენდერიც მათ მიერ არის გამოცხადებული.

“მაქვს ინფორმაცია, რომ ხიდის რეაბილიტაცია წელს, ივნისის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. როდესაც ხიდის მშენებლობა დაიწყო ტენდერში გამარჯვებულმა ორმა თუ სამმა კომპანიამ სამუშაოები ვერ შეასრულა, რისთვისაც მათ ხელშეკრულებები შეუწყდათ. დღესდღეობით, არსებული კომპანია, როგორც თვალყურს ვადევნებ სამუშაოებს კარგად ასრულებს თუ რამე ბუნებრივმა პირობებმა არ შეუქმნათ პრობლემა ივნისის ბოლოსთვის დასრულდება პროცესი”,  – განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.

ადგილობრივების თქმით, ხიდის რეაბილიტაცია უკვე 2-3 წელია მიმდინარეობს.