ქარელის მერია 26 მაისისთვის 200 ლარს დახარჯავს

573

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქარელში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. უწყების განმარტებით, ბიუჯეტიდან მხოლოდ 200 ლარი დაიხარჯება, რადგან ზაზა გულიაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტს აქვს იმის რესურსი, რომ ღონისძიებების ორგანიზება თავად უზრუნველყოს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“ჩატარდება კონცერტი ადგილობრივი ანსაბლების “ქარელის” და ” ივერიის” შესრულებით. ასევე ჩატარდება მხიარული სტარტები რომელსაც ორგანიზებას სპორტის სამსახური გაუწევს”, – ამბობას ზაზა გულიაშვილი.

გარდა ამისა, 26 მაისს ქარელში იქნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გამოფენა.

“გვექნება ფოტო სტენდები 26 მაისის თემატიკაზე გამოფენის სახით, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტო გამოფენა მოხდება. ადგილობრივი თვითნასწავლი ახალგაზრდები მოაწყობენ თავიანთი ნამუშევრების გამოფენას. მოეწყობა ხატვის კონკურსი საქართველოს და ევროკავშირის დროშის ხატვის შესახებ”, – ამბობს ქარელი მერიის კულტურისა და სახელოვნებო გაერთიანებების მმართველი გიორგი ეგნატაშვილი.

საქართველოში დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს აღინიშნება.