ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა მიმდინაროებს

285

ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა მიმდინაროებს. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოები ბათუმის მასშტაბით 15 მისამართზე დასრულდა.

“ბათუმის მასშტაბით საგზაო რეაბილიტაციის სამუშაოებთან ერთად, ინტენსიურად მიმდინარეობს ისეთი პროექტი, როგორიცაა მრავალბინიანი ეზოების კეთილმოწყობა. დღეს ვიმყოფებოდით ბაგრატიონის ქუჩის #214-ში, სადაც ეზოს მოასფალტება ხორციელდება. ამავე მისამართზე დაწყებულია სკვერის მოწყობა, რომლის დასრულების შემდეგაც დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა წელსვე დასრულდება, რომელიც 300-მდე ბავშვზეა გათვალისწინებული.

რაც შეეხება ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციას, სამუშაოების დასრულების მიზნით, უკვე გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი”, – განაცხადა ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა.