21 ოქტომბრის არჩევნებს აშშ-ის, ჰოლანდიის და დიდი ბრიტანეთის ელჩები დააკვირდებიან

560

21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ამერიკის შეერთებული შტატების, ჰოლანდიის და დიდი ბრიტანეთის ელჩებიც დააკვირდებიან.

დიდი ბრიტანეთის საელჩოს ცნობით, აშშ-ის, ჰოლანდიის და დიდი ბრიტანეთის ელჩები ამ მიზნით თბილისის ცენტრსა და გარეუბნებში რამდენიმე საარჩევნო უბანს ეწვევიან.

„21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, აშშ-ის, ჰოლანდიის და ბრიტანეთის საელჩოებსა და USAID-ს საქართველოს მასშტაბით 15 სადამკვირვებლო ჯგუფი ეყოლება“, – აცხადებენ საელჩოში.

წყარო: ინტერპრესნიუსი