საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ წინასაარჩევნო საინფორმაციო ბიულეტენს ავრცელებს

713

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ავრცელებს საინფორმაციო ბიულეტენს, რომელშიც აღწერილია მრავალეროვანი საქართველოს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების სამონიტორინგო პროგრამის ძირითადი მიმართულებები, წინასაარჩევნო პერიოდში ასებული პრაქტიკა, სიახლეები, და გამოწვევები, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, ორგანიზაციის მიერ რეალიზებული პროგრამული აქტივობები და ასევე 1 აგვისტოდან – 15 სექტემბრის ჩათვლით წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ინციდენტები.

საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო ახორციელებს წინასაარჩევნო და არჩევნების დღის მონიტორინგს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისში.

სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED), ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF) და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

იხილეთ დოკუმენტი სრულად