ქარელის კულტურის სახლს ჯანო ბაგრატიონის სახელი მიენიჭება

498

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის გადაწყვიტილებით, ქარელის კულტურის სახლს ჯანო ბაგრატიონის სახელი მიენიჭა.

“წლებია ქარელის კულტურის სახლი მოიხსენიება როგორც ჯანო ბაგრატიონის სახელობის, თუმცა, ოფიციალურად მას ეს სახელი მინიჭებული არ აქვს”, – განმარტავს საკრებულო.

ინფორმაციისთვის, ჯანო ბაგრატიონი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოში დაიბადა, იგი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მუსიკალური მოღვაწე და სახლხო არტისტი იყო.