როდის დაიწყება მიწის სისტემური რეგისტრაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში

725

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყება და 2024 წლის ივლისში დასრულდება.

საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:

2022 წელი –სოფელი წყალტუბო – მაისი; ფარცხანაყანები –
სექტემბერი; მუხიანი – ოქტომბერი.

2023 წელი –გვიშტიბი – თებერვალი; მექვენა – თებერვალი; დღნორისა – თებერვალი;
ოფურჩხეთი – თებერვალი; რიონი – ივლისი; მაღლაკი – ივლისი

2024 წელი – ქვიტირი – იანვარი; გუმბრა – იანვარი; ცხუნკური – იანვარი; წყალტუბო – იანვარი; გეგუთი – ივლისი; საყულია – ივლისი; ოფშკვითი – ივლისი; პატრიკეთი – ივლისი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.