როდის დაიწყება მიწის სისტემური რეგისტრაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში

695

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება და 2024 წლის ოქტომბერში დასრულდება.

საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:

2022 წელი – ნახიდური – ოქტომბერი; კაზრეთი – ოქტომბერი.

2023 წელი – ქვემო ბოლნისი – მარტი; რაჭისუბანი – მარტი; თამარისი – მარტი; ქალაქი ბოლნისი – დეკემბერი; დისველი – დეკემბერი; მამხუტი – დეკემბერი; ტალავერი – დეკემბერი;
სოფელი ბოლნისი – დეკემბერი.

2024 წელი – რატევანი – აპრილი; აკაურთა – აპრილი; ტანძია – აპრილი; დარბაზი – ოქტომბერი; ქვეში – ოქტომბერი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.