თვითმმართველობის რეფორმის საზოგადოებრივი საბჭოს სამდივნოს პრეზენტაცია

628

1 მაისს, ოთხშაბათს,  13:00 საათზე ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”-ს ოფისში (ჭოველიძის ქ.10) იმართება თვითმმართველობის მიმდინარე რეფორმის საზოგადოებრივი საბჭოს სამდივნოს და ახალი ვებგვერდის  – WWW.DROA.GE პრეზენტაცია.  ვებგვერდზე ატვირთულია ყველა სახის ინფორმაცია თითმმართველობის მიმდინარე რეფორმის შესახებ.  პრეზენტაციას ესწრებიან  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია,  მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და USAID/MSI-ის წარმომადგენელი საქართველოში  უილიამ კარტიე.
‘თვითმმართველობის დროა’ ამ დევიზით შეიქმნა მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს სამდივნო, რომლის მიზანია თვითმმართველობის მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა და რეფორმაში ჩართული მონაწილეების მუშობის კოორდინაცია.  მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს სამდივნო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და მართვის საერთაშორისო სისტემების (MSI- Management Systems International) მხარდაჭერით შეიქმნა. პროექტს ახორციელებს ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო’.

სამდივნოს ფუნქციაა, უზრუნველყოს ინფორმაციის დროული და ადეკვატური მიწოდება და გაცვლა თვითმმართველობის რეფორმის პროცესში ჩართულ მონაწილეებს შორის. რეგიონული თვითმმართველობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანებულების საფუძველზე უკვე შექმნილია დამოუკიდებელი ორგანო – ადგილობრივი თვითმმართველობის მრჩეველთა საბჭო  და  სამუშო ჯგუფები.  სწორედ მათ შორის ინფორმაციის გაცვლა და რეკომენდაციების მიწოდება ევალება მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს ახლადშექმნილ სამდივნოს.  ამ ინფორმაციას სამდივნო, ასევე, გადასცემს რეფორმის პროცესში ჩართულ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს, რაც საბოლოო ჯამში რეფორმის გამჭვირვალე მიმდინარეობას უზრუნველყოფს.
ვებგვერდზე  DROA.GE დაინტერესებული პირი რეფორმის შესახებ ყველა საჭორო ინფორმაციას ნახავს. შესაძლებელია კითხვების გამოგზავნაც, რომელზეც კომპეტენტურ პასუხს მრჩევლთა საბჭოს წევრებისგან მიიღებს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

სოფო ზურაბიანი- 591 186 555