ფოთის მერიამ კომპიუტერებისა და პრინტერების შესაძენად 80 300 ლარი გამოყო

311

ფოთის მერია მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 80 300 ლარით პერსონალურ კომპიუტერებს და მრავალფუნქციურ პრინტერებს შეიძენს. მერიამ ამისთვის ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ლეპტოპების და პერსონალური კომპიუტერებისთვის 55 ათასი ლარი განისაზღვრა, პრინტერებისთვის კი 25 300 ლარია გამოყოფილი.

ტენდერის მიხედვით, მერია 21 ლეპროპს და 19 მაგიდის კომპიუტერს შეისყიდის, რომელთა მიწოდებაც ხელშეკრულების დადებიდან 30 დღეში უნდა განხორციელდეს, ხოლო, 23 პრინტერი მერიას 20 კალენდარულ დღეში უნდა მიაწოდონ.

წინადადებების მიღება ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის, 10 და 13 მაისს დაიწყება.