2017 წლის არჩევნების გაშუქების მონიტორინგი – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

1444

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ,,საქართველოს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგი“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით აკვირდება ტელემედიის მიერ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებას.

მონიტორები აკვირდებიან 14 სატელევიზიო არხის საუკეთესო საეთერო დროს – (პრაიმ ტაიმში) გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუებს და საინფორმაციო გამოშვების იმ ნაწილს, სადაც რესპონდენტებთან ათ წუთზე მეტი ქრონომეტრაჟის ინტერვიუს სთავაზობენ მაყურებელს. მონიტორინგი ხორციელდება შემდეგ სატელევიზიო არხებზე: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, პირველი, ობიექტივი, აჭარის ტელევიზია, ტელეარხი 25, რიონი, გურჯაანი, გურია, ქვემო ქართლი, თრიალეთი, ოდიში, მეცხრე არხი.  სამონიტორინგო ტელევიზიებიდან ხუთი მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს, ცხრა კი – რეგიონებში.

ანგარიშში ასახულია 19 ივნისი – 8 ოქტომბრის პერიოდში გასული გადაცემების ანალიზი.

იხილეთ ანგარიშები სრულად: 

სატელევიზიო ტოქშოუების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიში

 სატელევიზიო ახალი ამბების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიში