ქუთაისის მერიამ ქუთაისობის დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
ადგილობრივი თვითმმართველობა წელს, 2 მაისს, ქალაქში 25 ღონისძიებას გამართავს.
“გვირილობის” დღესასწაულზე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ჩატარდება სხვადასხვა გასართობი და სპორტული ღონისძიება, იქნება ფოტოგამოფენები, წიგნების, ხელნაკეთი და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. წელს გალაკონცერტი არ ჩატარდება.
ნახეთ 2 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი:
10:00 – 10:30 – ქუთაისის დალოცვა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანეს მიერ – ბაგრატის ტაძარი;
10:45 – 11:00 – სამი ოთარის ძეგლის პატივგება – სამი ოთარის ძეგლი;
11:00- 12:00 – საპატიო ქუთაისელთა დაჯილდოება – ოქროს ჩარდახი;
12:00- 12:10 – ფლეშმობი ორმაისობის გახსნა – მერიის მიმდებარე ტერიტორია;
12:00 – 18:00 – ექსპერიმენტორიუმი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მონაწილეობით – ცენტრალური ბულვარი;
12:00 – 18:00 – ხელნაკეთი ნივთების, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა – ცენტრალური ბულვარი;
12:00 – 18:00 – წიგნების გამოფენა-გაყიდვა – ვერიკო ანჯაფარიძის სკვერი;
12:00 – 18:00 – ჭადრაკის ტურნირი მოყვარულთა შორის- ცენტრალური ბულვარი;
12:00 – 18:00 – ფოტოგამოფენა “ქუთაისის ხედები XIX -ის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში – ცენტრალური ბულვარი;
12:00 – 18:00 – გამოფენა “ქუთაისელი ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები” – ცენტრალური ბულვარი;
12:00 – 18:00 – ფოტოგამოფენა- “კაბინეტური ფოტოხელოვნება ქუთაისში” – ცენტრალური ბულვარი;
12:00 – 18:00 – სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა პლენერი – ცენტრალური ბულვარი, 9 აპრილის ძეგლთან;
12:00 – 18:00 – თამარ ჯიხვაშვილის ნამუშევრების გამოფენა – ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი;
12:00 – 18:00 – ნიღბებისა და პანტომიმის თეატრის მსახიობთა პერფორმანსი – ცენტრალური ბულვარი;
12:30 – ჯომარდობა- თეთრი ხიდი;
12:30 – 17:00 – სასულე ორკესტრისა და საბავშვო სტუდიების კონცერტი – ვერიკოს ბაღთან;
13:00 – 18:00 – ქალაქური სიმღერის ჰანგები – დები იშხნელების ძეგლთან;
13:00 – 18:00 – სპორტული სანახაობები – მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი;
13:00 – 18:00 – საგაზაფხულო გამოფენა – გალერეა “ვარლა”;
14:00 – 16:00 – სპექტაკლი “წითელქუდა” – თოჯინების თეატრი;
15:00 – 17:00 – საგანმანათლებლო ღონისძიება, ჰიგიენის კლუბების საქმიანობის პრეზენტაცია – სასტუმრო “ბაგრატი”;
17:00 – 18:30 – კლასიკური მუსიკის კონცერტი – მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი;
18:00 – 19:00 – ამერიკული ჯაზ-ბენდის კონცერტი – ვერიკოს ბაღთან;
18: – 18:30 – მაია ჩიბურდანიძის 60 წლის იუბილე – ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი;
18:00 – 19:30 – ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი – ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
დღის განმავლობაში, ცენტრალურ ბულვარსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში იმუშავებს საბავშვო ატრაქციონები. ცენტრალურ მოედანსა და ბულვარში გაიმართება ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
ორმაისობა ქუთაისის ტრადიციული დღესასწაულია. ყოველწლიურად “გვირილობის” დღესასწაულზე სხვადასხვა კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიებები იმართებოდა.
ქუთაისში “გვირილობის” დღესასწაულის აღნიშნვა, 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა სასარგებლოდ იხარჯებოდა.