გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობაზე კენჭს დამოუკიდებელი კანდიდატი ნათია გიორგაძე იყრის. ველისციხის მაჟორიტარი დეპუტატობის დამუკიდებელი კანდიდატი 3 ძირითადი პრიორიტეტს ასახელებს, რომელზე მუშაობასაც არჩევნებში გამარჯვებისთანავე შეუდგება. ნათია გიორგაძე აღნიშნავს, რომ სოფელ ველისციხეს უნდა ჰქონდეს სიმბოლურად ქალაქის სტატუსი.
,,ქალაქის სტატუსთან დაკავშირებით ვაკმაყოფილებთ პირველ და მთავარ კრიტერიუმს – სოფელში ცხოვრობს 7 ათას მოსახლეზე მეტი. მეორე დაპირებაა ის, რომ დაიწყება ველისციხის წყალმომარაგება ალაზნიდან, ამჟამად წყალიმოგვეწოდება ჭერმის ხევიდან. განხორციელდება აბონენტების გამრიცხველიანებადა მოიხსნება წყლის საკითხი დღის წესრიგიდან. მესამე დაპირება მდგომარეობსიმაში, რომ ვარ ახლაც და ვიქნები მომავალში თითოეული ადამიანის დეპუტატი. ხშირი კომუნიკაცია მაქვს ჩემ თანამოქალაქეებთან“, – განაცხადა ნათია გიორგაძემ.
არჩევნებამდე 1 კვირით ადრეც ნათია გიორგაძე აქტიურად განაგრძობს საკუთარ ამომრჩეველთან კარდაკარის პრინციპით შეხვედრებს. იგი, ველისციხეში ადგილობრივებს საკუთარ დაპირებებს აცნობს.
,,ძალიან ბევრ ადამიანს ვეხმარები. რაც შეეხება სოციალური პაკეტის გაფართოებას, ჩემი მოღვაწეობის პირველივე თვეებში ონკოლოგიური პაციენტების სამედიცინოთანადაფინანსება და თანხობრივი ზღვარი გავზარდე. მე, ასევე, ვარ ობოლი დასოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის თანადამფინანსებელი. ჩემიინიცირებული პროექტი გახლავთ 3 და მეტი ნევროლოგიური დაავადების მქონეარასრულწლოვანების ყოველთვირად 100 ლარის მედიკამენტებით და სამედიცინომომსახურებით უზრუნველყოფა. დიალეზზე მყოფი პირების გზის თანხებსაცვაფინანსებთ. მე სხვა მრავალი ინიციატივის ავტორი ვარ“, – ამბობს ნათია გიორგაძე.
ნათიას ინიციატივით, სოფელში სტანდარტების შეუსაბამო ნაგავსაყრელი გაუქმდა და რამდენიმე უბნის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად ავზების დამონტაჟდა.
,,ვიწყებ ახალგაზრდების პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვას. არასამთავრიბოორგანიზაციების დახმარებით მათ ინიციატივებს შევუწყობ ხელს. მინდა, ესსეგმენტი გაძლიერდეს სოფელში. აქტიურად ვუწყობ ხელს ამ ხნის განმავლობაშისოფელში ტურიზმის განვითარებას და ამის შემდეგაც გაგრძელდება სფეროსხელშეწყობა. დაინტერესებულ მოქალაქეებს ვაძლევ რჩევებს, ვაკვალიანებ. ველისციხეს გააჩნია პოტენციალი, რომ ტურიზმი უფრო მეტად განვითარდეს, დავიზრუნებ, რათა სოფელში შეიქმნას მეტი ტურისტული ობიექტი“, – აღნიშნავს გიორგაძე.
ნათია აღნიშნავს, რომ ოჯახის წევრები ხელს უწყობენ საარჩევნო კამპანია წარმართოს სრულყოფილად, თუმცა არასდროს ეწევიან აგიტაციას.
,,ჩემი ოჯახი აპოლიტიკურია. ისინი დგანან ჩემ გვერდით როგორც ფინანსურად, ასევე სულიერად, თუმცა ჩემი ოჯახის წევრები არასდროს ეწევიან აგიტაციას, რაცხანდახან ცოტა მწყინს. მაქვს საკუთარი თავის და ჩემი მოსახლეობის იმედი“, – აცხადებს ნათია გიორგაძე.
წყარო: კახეთის ხმა