აფხაზეთში ზაფხულში დაწყებული ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. დოკუმენტის მიღებაზე უარს ამბობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა ნაწილი.
ირმა სოფელ ოტობაიაში ცხოვრობს. ის ენგურის ცენტრალური ხიდის გავლით ზუგდიდში ხშირად გადმოდის. ამბობს, რომ იძულებული გახდა ბინადრობის მოწმობის მისაღებად საბუთები ჩაებარებინა.
„მე პირადად უკვე ჩავაბარე, მაგრამ ორი თვე მაინც ჭირდება, რომ მოვიდეს პასუხი უარყოფითი ან დადებითი. როგორც ასეთი სანამ ამ საბუთებს არ ჩააბარებ არ გვიგრძელებენ გადმოსასვლელ საბუთს. მე პირადად წალენჯიხელი ვარ და დამჭირდა დაბადების მოწმობაც და ქორწინების მოწმობაც. როცა მოვა ბინადრობის მოწმობა, გააუქმებენ ფორმა ცხრას. თანხას რაც შეეხება, როცა მოვა ის საბუთი უნდა დაახლოებით ორმოცი ლარი. საქართველოს მოქალაქე ვინც არის იმას არცერთს არ აძლევენ პასპოპრტს“, – გვითხრა ირმამ.
სტატიის სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე: ლაივპრესი