„მწვანე პასპორტის“ კონცეფციის პრაქტიკაში განხორციელების შესახებ იმსჯელეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.
მხარის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ, მუნიციპალიტეტების მერებთან, რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან და შრომის ინსპექციის წარმომადგენლებთან, შეხვედრაზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებასა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.
“ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო 1 დეკემბრიდან მთლიანად საქართველოს მასშტაბით, რაც გულისხმობს კოვიდპასპორტების გამოყენებას. იმერეთში ბევრია ისეთი ობიექტი, სადაც უნდა გაკონტროლდეს ,,მწვანე პასპორტი“-ს გამოყენება. ჩვენ, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ შეექმნათ დისკომფორტი, როგორც მომხმარებლებს ასევე ბიზნეს სუბიექტებს“ – ზვიად შალამბერიძე.