დავით კოდუა – გაკოტრებულ პარტიებს არ აქვთ რესურსი, რომ შეძლონ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა

1237

“ქართული ოცნების” ზუგდიდის შტაბის უფროსის დავით კოდუას განცხადებით, “გაკოტრებულ პოლიტიკურ პარტიებს არა აქვთ რესურსი და არ ყავთ პოლიტიკური აქტივი, რათა შეძლონ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა.ასე გამოეხმაურა კოდუა დღეს სოფელ ერგეტაში მომხდარ ინციდენტს და მედიის წარმომადგენლებს ვიდეომასალა გადასცა.

“გაკოტრებულ პოლიტიკურ პარტიებს არა აქვთ რესურსი და არ ყავთ პოლიტიკური აქტივი რათა შეძლონ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა.”ევროპული საქართველოს” წევრები შეეცადნენ იერიში ერგეტაში ჩვენს მიკროშტაბზე მიეტანათ. მერობის კანდიდატის მეუღლემ მანქანა ჩვენი შტაბის წინ გააჩერა და ჩვენს აქტივს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. იყო შეხლა-შემოხლა, თუმცა მალევე გააშველეს. ერთი საათის შემდეგ ისინი კვლავ ჩვენს შტაბში მოვარდნენ და მათ თავიანთი ზონდერბრიგადა მოყვებოდა , თან ის მეთოდები გამოიყენეს რა მეთოდებსაც თავიანთი მმართველობის პერიოდში იყენებდნენ. მოსახლეობას მივმართავთ თხოვნით, შევანარჩუნოთ სიმშვიდე, რათა საარჩევნო პერიოდი მშვიდად და დემოკრატიულად წარიმართოს,”- განაცხადა კოდუამ.

წყარო: აიპრესი