ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის მესამე მოადგილედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს

379

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარეს ყველა მოადგილე ოპოზიციური პარტიიდან ჰყავს. პირველი მოადგილე ენმ-დან არის, მეორე „ლელოდან“ და მესამე მოადგილე, დავით შენგელია, რომელიც დღეს აირჩიეს, წარმომადგენლობით ორგანოში პარტია „საქართველოსთვის“ წარმოადგენს. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.

ენმ-ის წევრების განმარტებით, ეს არის ერთგვარი მორიგება მათსა და გახარიას პარტიას შორის, რათა „ქართულ ოცნებას“ ჩხოროწყუს საკრებულოში არც ერთი თანამდებობა არ ქონდეს და ამით გამოხატული იყოს ამომრჩევლების ნება.

გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ მათ მმართველ პარტიას თანამშრომლობა არაერთხელ შესთავაზეს, თუმცა ყოველ ჯერზე უარი მიიღეს.

თავის მხრივ, „ქართულ ოცნებაში“ თვლიან, რომ ეს არის პოლიტიკური ალიანსი გახარიას პარტიასა და ენმ-ის შორის და აქედან გამომდინარე, „ნაციონალურ მოძრაობასთან“თანამშრომლობა მათთვის მიუღებელია