ლელა ქებურიას ინფორმაციით, მის მეუღლეს და პარტიის მხარდამჭერებს „ქართული ოცნების“ აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

745

“ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატის, ლელა ქებურიას ინფორმაციით, მის მეუღლეს და პარტიის მხარდამჭერებს „ქართული ოცნების“ აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ქებურიას თქმით, დაზარალებულებს ცემის კვალი სახეზე ეტყობათ.

„რადგან იყო დაშინების ფაქტები, მე გადავწყვიტე, რომ წავსულიყავით სოფელ ერგეტაში და ერთად წამოვსულიყავით აქციაზე. ჩემი მეუღლე ერთ პირთან ერთად ერგეტის ცენტრში დარჩა. იქვე დავინახე მანქანაში მყოფი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. რომ დავბრუნდით, ასეთი სიტუაცია დაგვხვდა“, – განაცხადა ლელა ქებურიამ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ცნობით, ადგილზე გამოძახებულია პოლიცია.

აღნიშნულ ბრალდებას “ქართული ოცნების” ზუგდიდის სააჩევნო შტაბში უარყოფენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი