ხელვაჩაურის მერმა ხელფასი თითქმის 2 ათასი ლარით გაიზარდა

534

2022 წლიდან გაზრდილ ხელფასს კიდევ ერთი მუნიციპალიტეტის მერი მიიღებს – იანვრიდან ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის ანაზღაურება, 5 060 ლარი გახდება. “ბათუმელების” ცნობით, აქამდე მერის ხელფასი 3 500 ლარი იყო.

გამოცემის ცინფორმაციით, გაზრდილ ხელფასებს აიღებენ მერის მოადგილეებიც. პირველი მოადგილის ხელფასი, 2 200 ლარის ნაცვლად, 3 850 ლარი იქნება, ხოლო მერის მოადგილის – 3 520 ლარი, 1800 ლარის ნაცვლად.

ხელვაჩაურის საკრებულოს დადგენილებით, ხელფასები ეზრდებათ მერიაში დასაქმებულ ყველა საჯარო მოხელეს.