10-წუთიანი კომისიის სხდომა – თბილისის საკრებულოში “ოცნებამ” ყველა საკითხი ოპოზიციის გარეშე განიხილა

211

თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის ფორმატში გამართული სხდომა მედიას დასრულებული დახვდა. მაშინ, როცა ოპოზიციის წევრები ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდნენ, “იცნებამ” მოასწრო და ისეთი საკითხები განიხილა, როგორცაა ტრანსპორტის გაძვირება, პარკირების გადასახადის ზრდა და ბიუჯეტი. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველ გუნდს სინამდვილეში კითხვებზე პასუხი არ აქვს და 10 წუთში დღის წესრიგს დაჩქარებულად განიხილავს.

“რამდენიმე წუთში კომისიაზე მოასწრეს არა მხოლოდ საკითხების დაყენება და განხილვა, არამედ კითხვებზე პასუხიც თურმე და საბოლოოდ მწვანე შუქი აუნთეს რიგით თბილისელთა ცხოვრების გაუარესებას, რომელსაც სხდომაზე სათანადო რეაგირება მოჰყვება ჩვენი გუნდის მხრიდან”, – თქვა ენმ-ს წევრმა ნინო კვიტაიშვილმა. 

სატრანსპორტო საკითხთა კომიტეტის თავმჯომარემ, შალვა ოგბაიძემ თქვა, რომ 10 წუთში საკმაოდ ვრცელი დოკუმენტების განხილვა “ძალიან მარტივად” მოასწრეს.