ქობულეთის მერიას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ბიუჯეტიდან თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ.
როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლაშა კომახიძე აცხადებს, ქობულეთში სოციალურ პროგრამებს 200 ათასი ლარი მოაკლდა და საჯარო მოხლეების სახელფასო სარგო გაიზარდა.
ქობულეთის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები მერთან, ლევან ზოიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა ოპოზიციის წევრებს განუცხადეს, რომ ლევან ზოიძე მერიაში არ იმყოფება.