მორჩა საარჩევნო წელიწადი და აძვირებენ როგორც ტრანსპორტს, ასევე დასუფთავების სამსახური უძვირებს იურიდიულ პირებს გადასახადებს, ეს ყოვლად მიუღებელია, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, მამუკა გუგეშაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება იმის მაგივრად, რომ ფასების გაძვირების მიზეზებს განმარტავდეს, აბსურდული არგუმენტებით საუბრობს.
“იმ დროს, როცა ჩვენ ხალხის გასაჭირზე ვესაუბრებით, დახვეული აქვთ ერთი და იგივე თემა, გაუპატიურებული, ცოცხი და ა.შ. რუსეთის უშიშროების სამსახურის მესიჯები აქვთ. ფაქტები დადონ. თუ ვინმე დასაჭერია, დაიჭირონ, მე რას მიყურებენ, მათ ხელშია სასამართლოც და პროკურატურაც”,- განაცხადა გუგეშაშვილმა. მისი თქმით, ხელისუფლება ევროპას ედრება, თუმცა ამ დროს, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მშიერია.
“ქვეყანაში ბედნიერ სახეს ვერ დაინახავთ და ამ დროს ყველაფერს აძვირებენ. მილიონიანი ნაძვის ხე მაშინ უნდა იყოს, როდესაც ხელფასი მინიმუმ 300 ან 500 ათასი ევროს ექვივალენტი იქნება. ყველაფერში ევროპას ედრებიან და ამ დროს ხალხი ნაგავსაყრელშია ჩაყუდებული”,-განაცხადა გუგეშაშვილმა.