სენაკის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო

474

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გადაიდო. მიზეზი კვორუმის არარსებობაა. წარმომადგენლობითი ორგანოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სხდომას არ ესწრებოდა მმართველი პარტია. ამასთან, სხდომაზე არ გამოცხადდა ერთი დეპუტატი ენმ-დან და ამდენივე პარტიიდან “საქართველოსთვის”. რის გამოც სხდომა სამშაბათს, 28 დეკემბერს, 12 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, სენაკის საკრებულოს სულ 33 დეპუტატი ჰყავს. მათგან “ქართული ოცნების” 16, ენმ-ის 13 და “გახარია-საქართველოსთვის” 4 წევრია.

სენაკის საკრებულოს დეპუტატები პირველად 17 ნოემბერს შეიკრიბნენ, თუმცა ამ დრომდე  საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა ვერ მოახერხეს.