აბაშის საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ გადადგომაზე განცხადება დაწერა

891

აბაშის ახალმოწვეული საკრებულოს ახალი თავმჯდომარე უკვე გადადგომას ითხოვს, მან შესაბამისი განცხადებით ქალაქის თვითმმართველ ორგანოს უკვე მიმართა და ითხოვს, შეუწყდეს თავმჯდომარის უფლებამოსილება. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

ლევან მაკალათიას ამ გადაწყვეტილების მიზეზად ოპოზიცია “ქართული ოცნების” შიდა დაპირისპირებას უკავშირებს. მათი თქმით, მაკალათია დაპირისპირებულია ქალაქის ახალ მერთან, გარდა ამისა ოპოზიციის ინფორმაციით, აბაშაში მმართველი პარტიის 2 ფრთა ებრძვის ერთმანეთს და ამ კონფლიქტში აქტიურადაა ჩართული პარლამენტის დეპუტატი ოთარ დანელია.

ოპოზიციის ინფორმაციით, სწორედ დანელიას მითითებით მოითხოვს ლევან მაკალათია თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტას. მაკალათია მხოლოდ დეპუტატის მანდატს იტოვებს.