წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე მესამე მცდელობაზეც ვერ აირჩიეს – სხდომა 11 იანვრამდე გადაიდო

566

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც თავმჯდომარის არჩევის საკითხი უნდა განეხილათ, 11 იანვრამდე გადაიდო. თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, რამდენიმე წინადადება წამოაყენეს, თუმცა პროცესი კენჭისყრამდე ვერ მივიდა.

მანამდე, საკრებულო პროტესტის ნიშნად დატოვეს „ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრებმა. ამის შემდეგ, დარჩენილმა დეპუტატებმა სხდომის გადადების შესახებ იმსჯელეს, თუმცა საკითხმა უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და სხდომა შესვენების შემდეგ გაგრძელდა. ენმ შესვენების შემდეგ სხდომაზე ისევ დაბრუნდა.

საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ ინიციატივით, დეპუტატებმა სხდომის გადადების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს. მიზეზად კონსულტაციების გაგრძელება დასახელდა.

ინფორმაციისთვის, წალენჯიხის წარმომადგენლობით ორგანოში ენმ-ის და “ქართული ოცნებას” 11-11 წევრი ჰყავს, “ლელოს” 1, ხოლო პარტია “საქართველოსთვის” 4 დეპუტატით არის წარმოდგენილი.