კახაბერ მახათაძე შპს “კაფ – ჯგუფისა”, ” შპს “ჯეოლოტო” და “შპს გრუზსპირტპრომი” 100% წილის მფლობელია, ასევე 65% წილის მესაკუთრეა შპს “იმერეთი 2011- ში” და შპს “GVMთ Gროუპ-ში” 50% წილს ფლობს, ხოლო შპს “იმერეთი 777” -ში 34% წილის მესაკუთრეა. მან მიმდინარე წლის სექტემბერში სხვა პირებს გადააბარა როგორც ხელმძღვანელი პოზიციები, ასევე წილების მართვა.
რაც შეეხება მერობის კანდიდატის შემოწირულობებს, კახაბერ მახათაძემ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” 2016 წელს 50 000 ლარი, ხოლო 2017 წლის 1 აგვისტოს-40 000 ლარი შესწირა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზესტაფონის მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერი დავით ფერაძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. იგი 2016 წელს იყო ფრაქცია “დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე.” დღეის მდგომარეობით იგი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რიგებში ირიცხება.
დავით ფერაძის მიერ 2016 წელს შედგენილი დეკლარაციის მიხედვით დგინდება, რომ იგი სოფელ ზედა საქარაში ფლობს როგორც მიწის ნაკვეთს, ასევე საცხოვრებელ ფართს, ხოლო მის მეუღლე თამარ ხელაშვილს აქვს ორი ბინა თბილისში.
რაც შეეხება “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისათვის” ზესტაფონის მერობის კანდიდატსა და პარტიული სიის პირველ ნომერს გელა სხილაძეს, ის ზესტაფონში, სასწრაფო სამედიცინო სამსახურში სახელმწიფოს წარმომადგენლად მუშაობდა. ამჟამად ზესტაფონის საკრებულოში მაჟორიტარული წესით არჩეული წევრია. მან მანდატი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით მოიპოვა, მოგვიანებით კი – “მოძრაობა თავისუფლებითვის – ევროპული საქართველოს” რიგებს შეუერთდა.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით გელა სხილაძე საცხოვრებელ ბინის მესაკუთრეა ქალაქ ზესტაფონში. მერობის კანდიდატმა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 2014 წელს 1200 ლარი შესწირა.
“დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”-ს ზესტაფონის მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერი გივი თუთბერიძე არის ზესტაფონის საკრებულოს წევრი და საკრებულოს ფრაქცია “ზესტაფონის” თავმჯდომარე.