რუსთავის მერობის კანდიდატმა ირაკლი ტაბაღუამ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში შეხვედრა გამართა

1130

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” რუსთავის მერობის კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში იმყოფებოდა. „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატი ქარხანაში მიმდინარე საწარმოო პროცესს გაეცნო და მუშა-მოსამსახურეებს გაესაუბრა.

ირაკლი ტაბაღუა ქარხნის მენეჯმენტსაც შეხვდა და სამომავლო გეგმებით დაინტერესდა.
„გარდა ინდუსტრიული მნიშვნელობისა, ეს ქარხანა ჩვენი ქალაქის ისტორიის ნაწილია და ვფიქრობ, შეიძლება მისი გამოყენება ტურიზმის განვითარების მიმართულებითაც”, – აღნიშნა ირაკლი ტაბაღუამ და მერად არჩევის შემთხვევაში კომპანიასთან აქტიური ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

წყარო: ინტერპრესნიუსი