ხაშურის სოფელ ქვიშხეთში სასმელი წყლის მილები რამდენიმე ადგილზე დაზიანდა

453

ხაშურის სოფელ ქვიშხეთში სასმელი წყლის მილები რამდენიმე ადგილზე დაზიანდა.

როგორც ხაშურის მერიაში აცხადებენ, მაგისტრალური წყალსადენი ათეული წლების წინ არის მოწყობილი და დაზიანება სიძველემ გამოიწვია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

მერიაში ადასტურებენ, რომ სასმელი წყლის მაგისტრალის დაზიანების შედეგად არსებობს საფრთხე სასმელ წყალს შეერიოს დაბინძურებული წყალი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მოსახლეობის მოწამვლა, ასევე დაღვრილი წყალი აზიანებს გზის საფარს.

უწყების ცნობით, წყლის სისტემის რეაბილიტაციის ცნობით 12 000 ლარი დაიხარჯება და სამუშაოები მაქსიმუმ 20 დღეში დასრულდება.