ნიკა მელია: ხელი არ წაგიცდეთ, ბატონო ბიძინა, გაყალბებისკენ

1106

იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე გაყალბებას შევნიშნავთ, 21 ოქტომბერს აქციას პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გავმართავთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ივანიშვილის რეზიდენციასთან გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

“ხელი არ წაგიცდეთ, ბატონო ბიძინა, გაყალბებისკენ, თორემ არა კვირიკაშვილთან ან საკრებულოსთან, არამედ პირდაპირ აქ მოვალთ და მასშტაბურ აქციას გავმართავთ”, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

პარტიის ლიდერმა თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძესაც მიმართა და აღნიშნა, რომ არც თბილისში და არც დანარჩენ საქართველოში მას არჩევნების გაყალბების და ხმების მოპარვის საშუალებას არ მისცემს.

წყარო: ინტერპრესნიუსი