ბორჯომის ცენტრალური პარკის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

401

ბორჯომის ცენტრალური (ისტორიულ) პარკის დირექტორმა, მერაბ იობაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, იგი მუშაობას ბორჯომის საკრებულოში აგრძელებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

„ბატონმა მერაბმა თანამდებობა საკრებულოს პირველ სხდომამდე, რამდენიმე დღით ადრე დატოვა და ის უკვე არის მაჟორიტარი დეპუტატი ბორჯომის საკრებულოში“, – გვითხრა ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ზაალიშვილმა.

აღნიშნულ პოზიციას, მერაბ იობაშვილი 2020 წლის 28 ივლისიდან იკავებდა. იგი ამ დროისთვის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატია, რომელიც ასევე ქონებრივი მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

ამ დროისთვის პარკის დირექტორის მოვალეობას დროებით, მალხაზ ღარიშვილი ასრულებს.