პროექტის – „შენი იდეა ბათუმს“ ხმის მიცემა დასრულდა. შედეგად, 8 იდეა გამოვლინდა, რომლებიც ბათუმის მერიის 2022 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება და განხორციელდება. ამის შესახებ ბათუმელები წერს.
იდეებს ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეები ხმას აძლევდნენ 15 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით. ხმის მიცემის ეტაპზე მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული 21 იდეა გადავიდა. გამარჯვებული იდეების დაფინანსებისთვის ბათუმის მერიის 2022 წლის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარია გამოყოფილი.
რომელ რვა იდეას მისცეს ხმა ბათუმელებმა და რა სიახლეები შეემატება ქალაქს 2022 წლიდან:
- თეატრალური ფესტივალი – „პერპეტუმ მობილე“ ფესტივალი – Theater Cruise
- გოგებაშვილის ქუჩაზე ტროტუარში ჩაფლული კნეხტის მინით დაფარვა
- ბათუმის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ლაბორატორია
- ტელეფონების დამტენი მოწყობილობები მზის ენერგიაზე
- თათების მეგობარი ქალაქი
- საქანელები ყველას
- სკვერი სამრეწველო უბანს
- საფეხმავლო ბილიკი
„შენი იდეა ბათუმს“ მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტია, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს განკარგონ ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები.