წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვისთვის 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და სხვადასხვა მიმართულებით 20 კმ. ცემენტო-ბეტონის საფარი დაიგო, – აცხადებენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მათივე ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქვედა ჯოჭოში სტიქიის შედეგად დაზიანებულ ობიექტებს.
გარდა ამისა, როგორც მერიაში აცხადებენ, დასკვნით ეტაპზეა კაპანდიბი-ახალისოფლის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტობეტონის საფარი, დასრულდა ხიდის რეაბილიტაცია, მოეწყო სანიაღვრე არხები და საყრდენი კედლები.