ძალადობაში დადანაშაულებული ჭიათურის მერიის მაღალჩინოსანი მედიას მერიის შენობაში დაემალა

409

წინა სტატია

ჭიათურის მერიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილე სპარტაკ კობახიძე, რომელსაც 75 წლის მედეა მოდებაძე ძალადობაში ადანაშაულებს, მერიაში დაიმალა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დაცვის სამსახურის თანამშრომლები მედიის წარმომადგენლებს შენობაში არ უშვებენ.

ჭიათურის მერი გივი მოდებაძე მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს, თავად სპარტაკ მოდებაძემ კი, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ საქმეზე ჟურნალისტები მუშაობენ, სამუშაო კაბინეტი მიატოვა და შენობაც დატოვა.

დაზარალებული მედია მოდებაძე აცხადეს, რომ მისი მთავარი მოთხოვნაა, უფლებამოსილება შეუჩერდეს და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს პირი, რომელიც მას გუშინ ფიზიკურად გაუსწორდა.

ჭიათურის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილემ სამსახურის თანამშრომელი ქალი სცემა.

მედეა მოდებაძე სამსახურში ამბის გასარკვევად მას შემდეგ მივიდა, რაც შეიტყო, რომ ის იანვრიდან შესაძლოა, სამსახურიდან გაათავისუფლონ. მერიის შენობაში დეტალების გასარკვევად მისულს ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდარის შემდეგ თვითმხილველებმა ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.