ჭიათურის შესასვლელში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო

604

ჭიათურის შესასვლელში, სოფელ ნავარძეთის ტერიტორიაზე, ქალაქზე გადასახედი სივრცე მოეწყო.

როგორც მერიაში აცხადებენ, ახალ რეკრეაციაში, რომელიც 600-მდე კვადრატულ მეტრ ფართობზე გაკეთდა, გადმოსახედი, დეკორატიული საფეხმავლო ბილიკები, გაზონები, სკამები, განათება, წყლის ფანტანი და ავტომობილების პარკინგი მოეწყო. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.

“ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი ლამაზი სივრცე შეემატა. ამიერიდან ჭიათურელებს დასვენებისა და გართობისათვის ძალიან კომფორტული გარემო ექნებათ. ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია ნავარძეთს ეკუთვნის, სადაც ჩვენი გამოჩენილი პოეტი მარიკა ბარათაშვილი დაიბადა და აღიზარდა, გადავწყვიტეთ, რომ სკვერს “მარიკას სკვერი“ ეწოდოს“- განაცხადა ჭიათურის მერმა, გივი მოდებაძემ.

რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად 173 000 ლარი დაიხარჯა.