ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ მუნიციპალტეტის მერობის კანდიდატი რეგისტრაციიდან მოხსნა.
ლაშა მახათაძის განცხადებით, რეგისტრაციიდან მისი მოხსნის მიზეზი ასაკობრივი შეზღუდვა გახდა.
„ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია გავიარე 21 სექტემბერს. 25 სექტემბერს საოლქო კომისიიდან მე ჩავიბარე ცნობა, რომ ვარ ლაგოდეხის მერების კანდიდატი. 24 წლის ვარ და კანონით მერი უნდა იყოს 25 წლის. თუ ასაკის გამო პრობლემა იყო, ჩემთვის რეგისტრაცია უნდა გაეუქმებინათ დარეგისტრირებიდან 3 დღის ვადაში.მე რეგისტრაციიდან კი მომხნეს 9 დღის შემდეგ. ჩვენი პარტიის წარმომადგენელს რეგისტრაციიდან ჩემი მოხსნის შესაბამისი დოკუმენტი 4 ოქტომბერს ჩააბარეს, როდესაც მე თბილისში ვიყავი. 6 ოქტომბერს გავიგე ამის შესახებ და შესაბამისად მათ გადაწყვეტილებას ვერ გავასაჩივრებდი. კანონმდებლობით, საოლქო კომისიის გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრდეს 1 დღის ვადაში“, – განაცხადა ლაშა მახათაძემ.
წყარო: კახეთინიუსი