ქუთაისის მერიამ კულტურის სტრატეგიის შექმნაზე მუშაობა დაიწყო. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის კულტურის სტრატეგიაზე მუშაობა შესაძლებელი გახდა ევროკავშირის პროექტის EU4Culture გრანტის საშუალებით.
„ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესი ოფიციალურად გაიხსნება 14 დეკემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ ბაგრატი 1003″ -ში. ღონისძიებაზე გაიმართება დაინტერესებული მხარეების პლატფორმის ფუნქციონირების და შესაძლებლობების პრეზენტაცია, ჩატარდება სტრატეგიის შემუშავების მეთოდიკის ამსახველი სემინარი, ხოლო პანელურ დისკუსიაზე ისაუბრებენ კულტურის განვითარების სტრატეგიის ფორმირების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე“, – ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.