ჩვენ გვინდა სწრაფი განვითარება და უკეთესი სოფლები, უკეთესი უბნები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გუშინ ამომრჩეველთან შემაჯამებელი შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ ზუსტად 5 თვის წინ პირველად შევიკირიბეთ და დავაარსეთ „ევროპული საქართველო“. ეს ხუთი თვე ძალიან ცოტაა, რომ ჩვენი სათქმელი გვეთქვა ქვეყნისთვის, მაგრამ ამავდროულად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ყველა საარჩევნო ოლქში ვმონაწილეობთ. მივესალმები ყველა რეგიონს. „ევროპული საქართველო“ არის პარტია, რომელსაც აქვს ამბიცია და ჩვენ ვართ დღევანდელი ხელისუფლების ერთადერთი ალტერნატივა, რომელიც მშვიდობიანი არჩევნების გზით შეძლებს გაუშვას ოპოზიციაში „ქართული ოცნება“. „ევროპული საქართველო“ არის განვითარების და თავისუფლების პარტია. ჩვენ გვინდა სწრაფი განვითარება და უკეთესი სოფლები, უკეთესი უბნები. შეხედეთ რას დაამსგავსა ივანიშვილმა საქართველო – ეს არის შურისძიების ქვეყანა. ამას „ევროპული საქართველო“ არ დაუშვებს. შურისძიება ვერასდროს ააშენებს ქვეყანას. რვა წელი ვიყავი მერი, ჩემთვის ამაზე საპატიო თანამდებობა არ არსებობს. თბილისი იყო და არის ჩემთვის ყველაფერი და ამ ტრიბუნას გამოვიყენებ, რომ იმ ადამიანებს მადლობა ვუთხრა, ვინც თბილისი ასე გაალამაზა. დღეს ვარ გულწრფელი, ყველაზე კარგი კანდიდატია ელენე ხოშტარია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
წყარო: ინეტრპრესნიუსი