ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, ქვემო ქართლში, 33 ჰექტარზე ტყის აღდგენის, მათ შორის, ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები განახორციელა. აღდგენის სამუშაოს დაწყებამდე, ტერიტორია ნარჩენებისგან გაიწმენდა და შემოიღობა.
ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის აღგდენის ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. 2021 წელს, მომზადდა 16 პროექტი და აღდგენა-გაშენების ღონისძიებები განხორციელდა გურიის, იმერეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებში, ჯამში, 444 ჰა ფართობზე. 2022 წელს, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 500 ჰა-მდე ტყის ფართობის აღდგენა იგეგმება.
კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ აღებული ვალდებულება ითვალისწინებს, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, ყოველწლიურად, არანაკლებ 200 ჰექტარი ტყე აღადგინოს და ბუნებრივი ტყის საფარის შენარჩუნებას შეუწყოს ხელი.