ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა შეჩერებულია. მშენებელი კომპანიიის, „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფის“ წარმომადგენელ დიმა შალიკაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, დაკორექტირებულ პროექტს დამკვეთის, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან“, თითქმის ერთი თვეა, ელოდებიან. წელს უნდა დასრულებულიყო საკანალიზაციო სისტემის მშენებლობის პირველი ეტაპი, რაც ცენტრალურ მაგისტრალზე დასაერთებელი ჭების მოწყობას ითვალისწინებს. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ხარაგაულის კანალიზაციის პროექტში ცვლილების აუცილებლობა მიწის იმ ნაკვეთის გაყიდვამ გამოიწვია, რომელზეც ცენტრალური მაგისტრალი უნდა მოწყობილიყო.