გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

657

ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად პარტია “საქართველოსთვის” წევრებმა დატოვეს. ისინი საკრებულოს თავმჯდომარის ხელმეორე კენჭისყრაში, რომელშიც ერთი კანდიდატია “ქართული ოცნებიდან” ჯუმბერ იზორია წარდგენილი, მონაწილეობას არ მიიღებენ.

პარტიის წევრი შოთა წურწუმია, რომელმაც საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის საკმარისი ხმა ვერ მიიღო, აცხადებს, რომ მას მხარი ოპიზიციის წარმომადგენლებიდან არ დაუჭირეს.

“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენსავე ქვეყანაში, როგორმე აღმოიფხვრას ერთპიროვნული მმართველობა და დაისადგუროს სამართლიანობამ. დღეს, როდესაც ახალი მოწვევის რიგით მეორე სხდომაზე ჩვენი კანდიდატი წარმოვადგინეთ, “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა ჯუმბერ იზორია, ხოლო პარტია “საქართველოსთვის” წევრებმა – მე, შოთა წურწუმია. „ქართული ოცნებას“ 12 წევრი ჰყავს საკრებულოში, ჯუმბერ იზორიამ კენჭისყრის თანახმად 13 ხმა მიიღო, ხოლო მე – 12. გამოდის, რომ ოპოზიცის გუნდიდან, რომლებიც ჩვენ გვაბრალებენ, რომ თითქოს ერთის მხარეს ვიხრებით და ვთანამშრომლობთ, მხარი დაუჭირეს “ქართული ოცნების” კანდიდატს. გამომდინარე იქიდან, რომ 27 წევრიდან, 13 ხმა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ დაფიქსირდა, 12 ხმა პარტია “საქართველოსთვის”, ხოლო ერთი ბათილი იყო. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაშიშვლებთ ორივე პარტიას და თვითონ განსაჯეთ ეს ადამიანები თანამშრომლობენ თუ არა ერთმანეთთან და გაიყიდნენ თუ არა. ჩვენი გუნდის წევრები თითოეული დეპუტატის მიმართ ვაფიქსირებთ პატივისცემას, მაგრამ რეალობა ერთია. ჩვენ ჩვენსავე გუნდს ხომ არ დავაზარალებდით, ხელს ვერავის ვერ დავადებთ, მაგრამ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებზე ეჭვი ერთი წამით არ შეგვაქვს, გამოდის, რომ დანარჩენილი ოპოზიციური კანდიდატებიდან რომელიღაცამ მისცა ხმა”,- განაცხადა შოთა წურწუმიამ.

დღეს ახალი მოწვევის რიგით მეორე სხდომა გაიმართა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე ამჯერადაც ვერ აირჩიეს, გამომდინარე იქიდან რომ პირველ კენჭისყრაზე საკმარისი ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

ჩხოროწყუს ახალი მოწვევის საკრებულოს 27 დეპუტატი ჰყავს, აქედან “ქართულ ოცნებას” – 12, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” – 7, პარტია ” საქართველოსთვის”- 7, “ლელოს” 1.