რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ საკრებულოს სხდომაზე, დაპირისპირების გამო, დაკავებული დავით მჟავანაძის საქმეზე

404

წინა სტატია

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში დასრულდა “ერთიანი ნაცინალური მოძრაობის“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის დავით მჟავანაძის სასამართლო პროცესი. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ თორნიკე კაპანაძემ მჟავანაძეს სიტყვიერი შენიშვნა მისცა. დავით მჟავანაძეს ადმინიატრაციული კოდექსის 166-ე და 173-წ მუხლების საფუძველზე ედავებოდნენ, რაც ხულიგნობას და პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, ასევე, სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრის დროს მჟავანაძის ადვოკატმა კახა ჩავლეშვილმა თქმა, 166-ე მუხლის დარღვევა არ დადასტურდა, ხოლო 173-ეს შემთხვევაში, მოსამართლემ გაითვალისწინა დარღვევის კონტექსტი და მოქმედების ადგილი. შესაბამისად, ბრალდება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

დავით მჟავანაძე მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

ცნობისთვის,  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით მჟავანაძე, 3 დეკემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დააკავეს.