ქუთაისის 37 საბავშვო ბაღიდან ექვში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ბაღებში (N5-ე, N10-ე, N11-ე, N14-ე, N31-ე და და N32-ე) სააღმზრდელო პროცესი კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო შეჩერდა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილის ქეთევან ძოწენიძის თქმით, საგანმანათლებლო პროცესი ეტაპობრივად განახლდება.
ქალაქში ამ ეტაპზე მხოლოდ 31 ბაღი ფუნქციონირებს.
სააღმზრდელო დაწესებულებებმა მუშაობა 5 ოქტომბერს განაახლეს.
კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მშობლებს ბავშვები მხოლოდ შენობამდე მიჰყავთ. აღმზრდელებს ყოველდღიურად უტარდებათ თერმოსკრინინგი. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმეს დაუფიქსირდება ტემპერატურა, იზოლაციაში გადაჰყავთ.
საბავშვო ბაღებში პირბადის ტარება, როგორც აღმზრდელებისთვის, ასევე მზარეულებისთვის, სავალდებულოა.
ქუთაისის 37 საბავშვო ბაღში 7 643 აღსაზრდელია რეგისტრირებული.