სიღნაღის თვითმმართველობამ სახელფასო ფონდი 69%-ით გაზარდა

643

სახელფასო ფონდი 69 პროცენტით გაზრდილი და 13 მილიონზე მეტი ბიუჯეტი. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია 2022 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე ამ დრომდე მუშაობს.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით საჯარო მოხელეების ანაზღაურებაზე 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

ხელფასები ეზრდება საკრებულოსა და მერიაში დასაქმებულ მოხელეებს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის ინფორმაციით, მთავარი საფინანსო დოკუმენტის პრიორიტეტები სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებებია.

ბიუჯეტის პროექტს ახალი მოწვევის საკრებულო 25 დეკემბრამდე დაამტკიცებს