რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

704

რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ზედამხედველობის და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურს ევტიხ ხაჩიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ტვ4 წერს.

როგორც რუსთავის მერიაში გამართული ყოველკვირეული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, 1-ლი იანვრიდან ზედამხედველობის ბაზაზე მუნიციპალური ინსპექცია ჩამოყალიბდება.

ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის თქმით, სამსახურს გაძლიერების მიზნით,  ფუნქციები გაეზრდება. იგეგმება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მობილიზებაც.

დღესვე, ზედამხედველობის სამსახურს დაევალა იმ სამშენებლო კომპანიებთან ეფექტური კომუნიკაცია, სადაც მშენებლობის პროცესი უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს.