„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მერობის კანდიდატის ირაკლი ტაბაღუას საარჩევნო შტაბში, დღეს აქცია სახელწოდებით – „ირაკლი ჩემი მეგობარია“ პრეზენტაცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებმა, მათ შორის ექიმებმა, სპორტსმენებმა, ინჟინრებმა, მშენებლებმა და მსახიობებმა, თვითმმართველობის არჩევნებში ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატისადმი მხარდაჭერა გამოხატეს.
„მეგობრებმა გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა პატარა აქცია, რომელიც გულისხმობს მეგობრობის დადასტურებას იმ დიდ საქმეში, რასაც ბატონი ირაკლი პირდება რუსთაველ მოქალაქეებს. ირაკლისთან მეგობრობა, ნიშნავს ქალაქის უზომოდ დიდ სიყვარულს, რუსთაველების ყველა პრობლემის მოგვარებას და რუსთაველებზე განუწყვეტლად ზრუნვას. ვისაც სურვილი აქვს, რომ ირაკლის შეუერთდეს ამ დიდ საქმეში, მას შეუძლია თავისი პოზიცია, პატარა ვიდეოთი გამოხატოს ფეისბუქ გვერდზე – ,,ირაკლი ჩემი მეგობარია“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და მონაწილემ გეგი ლიპარტელიანმა ჟურნალისტებთან საუბარში.
აქციის ფარგლებში, ირაკლი ტაბაღუას მეგობრებმა და მხარდამჭერებმა საარჩევო შტაბში სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, ის სურვილები დაწერეს, რის შესრულებასაც მერის პოზიციაზე მისვლის და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მისგან ელოდებიან.
წყარო: ინტერპრესნიუსი