ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია გახდა

383

ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულომ თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით აირჩია. ფარული კენჭისყრით თავმჯდომარე “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ირაკლი შენგელია გახდა. მას მხარი 18-მა დეპუტატმა დაუჭირა. 14 ხმა მიიღო ოპოზიციის კანდიდატმა. სამმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

დღესვე აირჩევენ თავმჯდომარის მოადგილეებს, ასევე დაკომპლექტდება კომისიები და ფრაქციები. “ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოს პლაკატებით “თავისუფლება მიშას” ესწრება.