ოზურგეთის საკრებულოს წევრი “ნაცმოძრაობაზე”: არჩეული არიან ხალხის მიერ და მათ ავიწყდებათ, რომ ემსახურონ ხალხს

616

ოზურგეთის მუნიციპალიტეტია საკრებულოს წევრი და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მარი ჩხიკვიშვილი “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ “ერთიან ნაციონალური მოძრაობას” საკრებულოს სხდომის ჩაშლა უნდოდა.

“დღეს, მოქმედ საკრებულოს სხდომაზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიმართა მათთვის ჩვეულ აგრესიულ მეთოდებს. ეს არის დენსტრუქციული ძალა, რომლებსაც სურთ ქვეყანაში ქაოსის შექმნა. მოსახლეობამ პირდაპირ ეთერში ნათლად დაინახა მათი არაკონსტრუქციული ქცევები. მათ სურდათ ჩაეშალათ საკრებულოს სხდომა, მაგრამ ეს ვერ შეძლეს. ისინი არჩეული არიან ხალხის მიერ და მათ ავიწყდებათ, რომ ემსახურონ ხალხს. მათი საკრებულოში მუშაობის ფუნქცია არის მასკარადის დადგმა” – გვითხრა მარი ჩხიკვიშვილმა.