ლანჩხუთის ახალი მოწვევის საკრებულოში, რომელიც 27 წევრისგანაა დაკომპლექტებული და აქედან 20 მანდატი „ოცნებას“ ეკუთვნის, თავმჯდომარის პოსტი ბესიკ ტაბიძემ ჩაიბარა. ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს.
იგი წინა მოწვევის საკრებულოსაც ხელმძღვანელობდა. ტაბიძეს მხარი საკრებულოს 18 წევრმა დაუჭირა. ოპოზიციიდან ტაბიძის კონკურენტი ჯუმბერ ბლაგიძე იყო, რომელიც გახარიას პარტიის კვოტით მოხვდა ლანჩხუთის წარმომადგენლობით ორგანოში.
მან სამი ხმა მიიღო. ბლაგიძეს მხარდაჭერა ფრაქცია „ლანჩხუთის საქართველოსთვის“ წევრებმა გამოუცხადეს.
აღნიშნული ფრაქცია „ლელო საქართველოსთვის“ და პარტია „საქართველოსთვის“ ტანდემით შეიქმნა.