დღეს, 3 დეკემბერს ახალციხის ახალი მოწვევის საკრებულომ თავმჯდომარე და სამი მოადგილე ფარული კენჭისყის შედეგად აირჩია. საკრებულოს დავით ლომიძე უხელმძღვანელებს. მისი მოადგილეები კი დავით ტაბატაძე, საბა კბილაშვილი და ამბარცუმ ბაბოიანი იქნებიან. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
სხდომას 33-ვე დეპუტატი ესწრება. კენჭისყრაში მონაწილეობას ოპოზიცია არ იღებს.